თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება, სადაც ის ამბოს, რომ საქართველოშია.
როგორც ამბობს, მიხეილ სააკაშვილმა ამ ნაბიჯით საკუთარი პარტია და კანდიდატი "გააფარჩაკა"
"მადლობა მინდა გადავუხადო მიხეილ სააკაშვილს. ასე ვერავინ შეძლებდა საკუთარი პარტიის და კანდიდატის ასეთ დღეში ჩაგდებას, როგორც მიშა სააკაშვილმა მოახერხა. ვერავინ გააფუჭებდა საკუთარ კანდიდატს და პარტიას, ისე როგორც მან გააკეთა. ამ ნაბიჯით გააფარჩაკა პარტია და მათი კანდიდატი" - აღნიშნა კალაძემ.