ავტორი:

"მე გეტყვით, რას აპირებს ნიკა მელია..." - რას ამბობს თინა ბოკუჩავა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მელია კანდიდატურას ხსნის

"მე გეტყვით, რას აპირებს ნიკა მელია..." - რას ამბობს თინა ბოკუჩავა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ მელია კანდიდატურას ხსნის

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ პარტიის თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია კანდიდაურის მოხსნას აპირებს.

როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, მელია აპირებს გამარჯვებას და სწორედ ამისთვის ემზადება.

"ერთადერთი უსუსური და ღიმილისმომგვრელი გზავნილი, რაც "ოცნების" პროპაგანდისტულ არხებს აქვთ ის, რომ თურმე მელია აპირებს კანდიდატურის მოხსნას.

მე გეტყვით რას აპირებს ნიკა მელია, ნიკა მელიას გამარჯვებას აპირებს. მე გეტყვით რისთვის ემზადება ნიკა მელია, ნიკა მელია გამარჯვებისთვის ემზადება თბილისში. ანროზ მელია გამარჯვებისთვის ზუგდიდში და ოპოზიცია ემზადება გამარჯვებისთვის მთელ ქვეყანაში. ამიტომ ჩემო მეგობრებო, ამ ისტერიაზე ჩვენ უნდა გვქონდეს ერთადერთი პასუხი - ეს არის არჩევნებზე მისვლა" - აღნიშნა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია დღეს, 21:00 საათზე საგანგებო განცხადებას გააკეთებს.