ავტორი:

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ზღვით, კერძოდ, ბათუმის პორტით შემოვიდა

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ზღვით, კერძოდ, ბათუმის პორტით შემოვიდა

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 1-ლ ოქტომბერს დილით, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის უკვე საქართველოშია, მოგვიანებით კი გაავრცელა ვიდეოები, რომლის მიხედვითაც, მისივე მტკიცებით, ბათუმში იმყოფებოდა. შსს და ხელისუფლების წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ ექსპრეზიდენტს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს, თუმცა საღამოს ქვეყნის პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე საზოგადოებას აცნობა, რომ მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.

როგორც ირკვევა, ექსპრეზიდენტი თბილისში, სანზონაში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში აიყვანეს. ის გადაყვანილი რუსთვის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. შსს-მ მისი დაკავების კადრებიც გაავრცელა.

"ფეისბუქზე" გავრცელდა ექსპრეზიდენტის 13 - წამიანი ვიდეომიმართვა.

"დიდი ალბათობით, ახლა მე დამაკავებენ თბილისში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არაფრის შეგეშინდეთ, ხვალ მიდით არჩევნებზე, მიეცით ხმა და 3-ში ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. აბა, თქვენ იცით, მე ვარ ძალიან მტკიცედ და მედგრად. ამისთვის ჩამოვედი, რომ თქვენ დაგეხმაროთ, სხვა გამოსავალი მე არ მქონდა. მე არაფრის მეშინია და თქვენც ნუ შეგეშინდებათ, აბა, თქვენ იცით!“ - ამბობს ვიდეოჩანაწერში სააკაშვილი.

ერთ-ერთი ვერსიით, სააკაშვილი უკვე რამდენიმე დღეა ჩამოსული საქართველოში, ბუნებრივი ისმის კითხვა, რა გზით შემოაღწია მან ქვეყანაში. ambebi.ge - ს წყაროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, ზღვით, კერძოდ, ბათუმის პორტით შემოვიდა.