საქართველოს მესამე პრეზიდენტის მეუღლე სანდრა რულოვსი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ნათლად დაგვანახა მთავრობის ნამდვილი სახე და სისტემის მანკიერება.
ამის შესახებ სანდრა რულოვსი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
"მან შეასრულა თავისი დაპირება! მშვიდობიანად ჩამოვიდა, მთელი ქვეყანა გამოიარა, გაგვაგებინა რა გეგმით ვიმოქმედოთ და ამ ყველაფერთან ერთად ნათლად დაგვანახა მთავრობის ნამდვილი სახე და სისტემის მანკიერება.
ხვალ თქვენ თვითონ შეაფასეთ მისი გმირული და გენიალური საქციელი - ყველა რეფერენდუმზე!!
მიშა გამარჯვებულია!“ - წერს სანდრა რულოვსი.