ერთად უნდა ჩამოვფრენილიყავით, მაგრამ დღეს დილით უცებ გავიგე, რომ უკვე საქართველოშია - ისეთივე მოულოდნელობა იყო ჩემთვის, როგორც ყველასთვის, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც გიული ალასანიამ აღნიშნა, ექსპრეზიდენტის საქართველოში დაბრუნების შესახებ მედიის საშუალებით გაიგო.
"ერთად უნდა ჩამოვფრენილიყავით, მაგრამ დღეს დილით უცებ გავიგე, რომ უკვე საქართველოშია - მაშინვე დავიჯერე, უბრალოდ ვიცნობ ჩემს შვილს საკმაოდ კარგად, თუმცა ისეთივე მოულოდნელობა იყო ჩემთვის, როგორც ყველასთვის.
შემდეგ ეთერიდან ვადევნებ თვალს იმას, რაც ხდება. თვითმფრინავში ვიჯექი, რომ გავიგე აიყვანეს. ბოლოს ვნახე რამდენიმე დღის წინ, მაგრამ მე ვფიქრობდი, რომ უკრაინაშია სახლშია. რაღა აზრი ჰქონდა ჩემს იქ (უკრაინაში) ყოფნას, როდესაც ჩემი შვილი აქ არის“, - განაცხადა გიული ალასანიამ.