ავტორი:

"სააკაშვილთან დაკავშირებით ჩემი თანაგუნდელები ამბობდნენ იმას, რასაც ფიქრობდნენ - ვიდეო მეც მეგონა აწყობილი გრაფიკა" - კახა კუჭავა

"სააკაშვილთან დაკავშირებით ჩემი თანაგუნდელები ამბობდნენ იმას, რასაც ფიქრობდნენ - ვიდეო მეც მეგონა აწყობილი გრაფიკა" - კახა კუჭავა

ნამდვილად არ მეგონა, თუ მიხეილ სააკაშვილი იქნებოდა აქ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წევრები, გუშინ მთელი დღის განმავლობაში ტყუილს არ ამბობდნენ, ამბობდნენ იმას, რასაც ფიქრობდნენ, რომ სააკაშვილი არ იყო საქართველოში.

"როცა ადამიანი ასჯერ გასცემს პირობას და 101-ედაც ითხოვს, რომ დაიჯერო, რა თქმა უნდა, გიკვირს არამხოლოდ ამ შემთხვევაში, ხვალაც, როცა იტყვის მეეჭვება, რომ დასაჯერებელი იყოს, როცა იცი, რომ მისი ყველა ნაბიჯი არასერიოზულია. ჩვენ გუშინ მოვისმინეთ განცხადება, სადაც იყო ნათქვამი, რომ ისინი აკონტროლებდნენ მთელ მარშრუტს უკრაინიდან და მოხდა მისი დაკავება ისე, რომ ერთი ადამიანი არათუ არ დაშავებულა, არ ესწრებოდა, იმდენად მაღალ დონეზე მოხდა დაკავება. ჩემი თანაგუნდელები არ ამბობდნენ ტყუილს, ამბობდნენ იმას, რასაც ფიქრობდნენ. მეც ვფიქრობდი, რომ სააკაშვილი არ იყო საქართველოში, ვერც დავიჯერებდი.

ჩვენ გვაჩვენეს ვიდეო, მე გავეცი მარტივი პასუხი, რომ არ მჯერა, რომ სააკაშვილი იყო საქართველოში და სიმართლე გითხრათ, ის ვიდეო ნამდვილად მეგონა აწყობილი გრაფიკა“, - განაცხადა კუჭავამ.