ავტორი:

"მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური ჩიხი შესაძლოა, კიდევ უფრო გამძაფრდეს" - რას წერს Reuters საქართველოში მიმდინარე არჩევნებზე?

"მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური ჩიხი შესაძლოა, კიდევ უფრო გამძაფრდეს" - რას წერს Reuters საქართველოში მიმდინარე არჩევნებზე?

საქართველოში ექსპრეზიდენტისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებიდან ერთი დღის შემდეგ ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს, რომელმაც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური ჩიხი შესაძლოა, კიდევ უფრო გაამძაფროს, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.

სააგენტო აღნიშნავს, რომ რამდენიმეთვიანი პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, ამ არჩევნებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა.

„ევროკავშირის შუამავლობით მიღწეულ შეთანხმებაში აღნიშნული იყო, რომ „ქართულ ოცნებას“ უნდა დაენიშნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, თუკი ის შაბათის ადგილობრივ არჩევნებში ხმების 43%-ს ვერ დააგროვებდა. ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ამ ზღვარზე ნაკლები, 36%-ია. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ არჩევნებმა შეიძლება გამოიწვიოს საპროტესტო ტალღა, თუ მმართველი პარტია ვერ მიაღწევს შეთანხმებაში მითითებულ ბარიერს და უარს იტყვის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე,“- აღნიშნულია Reuters-ის ინფორმაციაში.

სააგენტო წერს, რომ სააკაშვილის დაბრუნებამ და დაკავებამ ქვეყანაში კიდევ უფრო მეტი გაურკვევლობა შექმნა.