ავტორი:

გაიცანით დეპუტატობის ახალგაზრდა კანდიდატი, რომელმაც სამართლიანი პოლიტიკის კეთება ყველაზე დემოკრატიულ პარტიასთან ერთად გადაწყვიტა

გაიცანით დეპუტატობის ახალგაზრდა კანდიდატი, რომელმაც სამართლიანი პოლიტიკის კეთება ყველაზე დემოკრატიულ პარტიასთან ერთად გადაწყვიტა

საკუთარი და სხვების შვილების თავისუფალი მომავლისთვის დაწყებული პოლიტიკური საქმიანობა თაზო დათუნაშვილმა პოლიტიკურ გაერთიანება „ლელოსთან“ ერთად დაიწყო და კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. ის არის ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომელმაც ქართული პოლიტიკის რეალობაში თავი გამოჩენიდან მოკლე ხანშივე დაიმკვირდა.

თბილისში დაბადებული თაზო 15 წლის ასაკში გაცვლითი პროგრამით საფრანგეთში გაემგზავრა სასწავლებლად. ეს არის ასაკი, როდესაც იწყება პიროვნების და ფასეულობების ჩამოყალიბება და სწორედ ამ პერიოდში ეზიარა თავისუფალ სამყაროს. სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა სორბონას უნივერსიტეტში გააგრძელა. თავისუფალი, ლაღი სტუდენტობა ჰქონდა იმ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო ფასეულობები ადამიანზეა ორიენტირებული.

“სწორედ იქ გავიგე რას ნიშნავს სამშობლო სახელმწიფოებრივი და პატრიოტული გადასახედიდან. სამშობლო არაა ლეგენდების და თქმულებების ერთობლიობის პატივისცემა. სამშობლო არის იდეა, რომლისთვისაც ღირს, იცხოვრო და მოკვდე. სამშობლო არის კონსტიტუცია და ყველა ის უფლება, რომლის გარანტიაც კონსტიტუციაა. სამშობლო მრავალფეროვნების, თავისუფლების, ისტორიული სიამაყისა და ნათელი ტრადიციების ერთობლიობაა,” – აღნიშნავს თაზო დათუნაშვილი.

საფრანგეთში სწავლის პარალელურად თაზო მუდმივად მუშაობდა, რაც პასუხისმგებლობის უნარის გამომუშავებაში დაეხმარა.

“პროფესიონალიზმი ჩემთვის არ შემოიფარგლება მხოლოდ სუბიექტური ამბიციით. საქმის სიყვარული და ცოდნა - სწორედ მათი ერთობლიობაა პროფესიონალიზმი,” ამბობს თაზო.

აღნიშნულის ღრმა რწმენითა და ერთადერთი მიზნით, რომ თავისი ცოდნა, ინტელექტი მოეხმარებინა საქართველოს განვითარებისათვის დაბრუნდა საქართველოში და მოგვიანებით პოლიტიკურ საქმიანობაშიც ჩაერთო. სამშობლოში დაბრუნებული მალევე დაოჯახდა კიდეც.

“ჩემთვის ოჯახი არის სიმშვიდე, სიყვარული, გვერდით დგომა და გატანა. სახლი კი ის ადგილია, სადაც დაბრუნება გიხარია. ქეთა, ჩემი მეუღლე, ჩემთვის არა მხოლოდ მეუღლეა, ის მეგობარი და მთავარი საყრდენია. მე ის მეიმედება, მე კი მას ვეიმედები. ის ჩემი ადამიანია და მე კი – მისი. სამი წლის თავზე შეგვეძინა ბიჭი, გუკა, პატარა ადამიანი, რომლემაც ორივე ახალი ემოციების ქვეშ მოგვაქცია, სხვანაირად დაგვანახა სამყარო და სხვანაირად ლამაზი ფერებით გააფერადა ჩვენი სიცოცხლე. მამობა - ეს არის ახალი ემოცია, ახალი და ძალიან საინტერესო თავგადასავალი, რომელიც ვიცი, ბევრ სიხარულს მომიტანს და ბევრჯერ გამაოცებს თავისი ჯადოქრობით. მინდა, ჩემმა შვილმა იცხოვროს ქვეყანაში, სადაც იქნება თავისუფალი, მისი შრომა იქნება ობიექტურად დაფასებული, მის თავისუფლებას არავინ შეეხება და არც მას ექნება ამის საშუალება. ამაზე კი მე, ჩემმა მეუღლემ და ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ,” – აღნიშნავს ვატო დათუნაშვილი.

სწორედ ამ მიზნით ვატომ სამართლიანი პოლიტიკის კეთება ყველაზე დემოკრატიულ და ნოვატორულ პარტიასა და გუნდთან ერთად გადაწყვიტა. დღეს ის „ლელოს“ წევრია და კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძვის.

R