ავტორი:

"კაცმა თავი გადადო, ჩამოვიდა და შევიდა ციხის საკანში... ქართველი ხალხი გვერდით უნდა დავუდგეთ" - ანზორ მელია სააკაშვილზე

"კაცმა თავი გადადო, ჩამოვიდა და შევიდა ციხის საკანში... ქართველი ხალხი გვერდით უნდა დავუდგეთ" - ანზორ მელია სააკაშვილზე

კაცმა თავი გადადო, ჩამოვიდა და შევიდა ციხის საკანში. ამას დაფასება სჭირდება და ქართველი ხალხი გვერდით უნდა დავუდგეთ, - ასე ეხმაურება ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანზორ მელია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას.

ანზორ მელიას შეფასებით, გუშინ მთავრობამ თავისი უსუსურობა კიდევ ერთხელ დაგვანახა და მმართველი გუნდის ოფისში გამართული ბრიფინგი სამარცხვინო იყო.

,,მთავრობამ თავისი უსუსურობა გუშინაც დაგვანახა, ეს იყო საშინელება რაც გააკეთეს. ქვეყნის მესამე პრეზიდენტმა ჭაობიდან ამოიყვანა საქართველო და შექმნა ძლიერი სახელმწიფო, მათ დაანგრიეს და მოსპეს. ეს სამეული გუშინ რომ გამოვიდა, იყო სამარცხვინო გამოსვლა, კაცმა თავი გადადო, ჩამოვიდა და შევიდა ციხის საკანში. ამას დაფასება სჭირდება და ქართველი ხალხი გვერდით უნდა დავუდგეთ. მთელმა საქართველომ უნდა ამოიღოს ხმა იმიტომ, რომ ამის გაგრძელება შეუძლებელია, ასე საქართველო განადგურდება.

როგორ შეიძლება მესამე პრეზიდენტი შემოვიდეს ისე, რომ ოთხი დღე არ იცოდნენ სად იმყოფებოდა, ეს სახელმწიფო არ არის და ასე გაგრძელება არ შეიძლება”, - აღნიშნა ანზორ მელიამ.