ავტორი:

ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმშია, ყველაზე დაბალი კი თბილისში - რამდენი ამომრჩეველი მივიდა ხმის მისაცემად, 12:00 საათის მდგომარეობით?

ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმშია, ყველაზე დაბალი კი თბილისში - რამდენი ამომრჩეველი მივიდა ხმის მისაცემად, 12:00 საათის მდგომარეობით?

12:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობამ 17.72% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 619 562 ამომრჩეველია. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმშია - 27.4%, ხოლო ყველაზე დაბალი თბილისში - 15.8% დაფიქსირდა.