ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილი ყველა სახის საჭირო დახმარებას მიიღებს, რადგან ის უკრაინის მოქალაქეა" - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

"მიხეილ სააკაშვილი ყველა სახის საჭირო დახმარებას მიიღებს, რადგან ის უკრაინის მოქალაქეა" - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი

მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში დააკავეს, კიევისაგან ყველა სახის საჭირო დახმარებას მიიღებს, რადგან ის უკრაინის მოქალაქეა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ, დიმიტრი კულებას განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

უკრაინელი დიპლომატის თქმით, საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სავარაუდოდ უწყებაში მალევე მივა და აღნიშნული საკითხი მასთან ერთად განიხილება.

„ვფიქრობ, საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროში დავიბარეთ, მალევე მოვა და ამ ყველაფერს მასთან ერთად განვიხილავთ“, -განაცხადა დიმიტრი კულებამ. როგორც მან აღნიშნა, სამინისტრო უკრაინის ყველა მოქალაქეს დაიცავს, რომლებიც გასაჭირში აღმოჩნდებიან.