"ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისის წინ სცენისა და მონიტორის მონტაჟი მიმდინარეობს.
ტრადიციისამებრ, არჩევნების დღეს, სახელისუფლო პარტიის ლიდერები საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად ოფისის წინ დადგმულ მონიტორზე ისმენენ არჩევნების წინასწარ შედეგებს.
ე.წ. ეგზიტპოლები 20:00 საათიდან, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამოქვეყნდება.
"ოცნების" ოფისის წინ ცოტა ხნის წინ „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გიტარით მივიდა და ადგილზე მყოფ მამუკა მდინარაძეს ჰკითხა, როდის იწყებდნენ ზეიმს.
ადგილიდან ვიდეოს ჟურნალისტი დეა მამისეიშვილი ავრცელებს.