ავტორი:

"მონაცემები, რაც ჩვენ გვაქვს, "ქართული ოცნება" უკვე მერვეჯერ დამაჯერებლად გაიმარჯვებს" - შალვა პაპუაშვილი

"მონაცემები, რაც ჩვენ გვაქვს, "ქართული ოცნება" უკვე მერვეჯერ დამაჯერებლად გაიმარჯვებს" - შალვა პაპუაშვილი

გვაქვს საკმაოდ კარგი აქტივობა - მონაცემები, რაც ჩვენ გვაქვს, აჩვენებს რომ „ქართული ოცნება“ ახლა უკვე მერვეჯერ დამაჯერებლად გაიმარჯვებს, - ეს განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

მან პარტიის ამომრჩევლებს მეტი გააქტიურებისკენ მოუწოდა.

„დღის მეორე ნახევარი არის სწორედ ის მომენტი, როდესაც ჩვენი ოპონენტებიც საკუთარი ამომრჩევლების მობილიზებას დაიწყებენ ძალიან აქტიურად და ჩვენ ამას სხვადასხვა უბნებში ვხედავთ. განსაკუთრებით თბილისში შეიმჩნევა, რომ აქტიურად ხდება მობილიზება საკუთარი ამომრჩევლების. მათი კოორდინატორები უბანთან გარშემო არიან. მოვუწოდებ ჩვენს ამომრჩევლებს, დღეს არის მათი დღე, უნდა თქვან სიტყვა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ უნდა იყოს მუნიციპალიტეტებში ხელისუფლებაში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.