ავტორი:

საავტომობილო გზის რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე მოძრაობა შეფერხებულია - რა გახდა ამის მიზეზი?

საავტომობილო გზის რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე მოძრაობა შეფერხებულია - რა გახდა ამის მიზეზი?

საავტომობილო გზის რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე მოძრაობა შეფერხებულია.

სოციალური ქსელ "ფეისბუქის" ჯგუფებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ შეზღუდვის გამო მგზავრებს საათობით უწევთ ლოდინი.

"2 საათია აქ ვდგავართ, რა ხდება ვერ გავიგე, ხომ უნდა გავეფრთხილებინეთ ვინმეს", - წერს ერთ-ერთი "ფეისბუქმომხმარებელი".

"ალბათ დასავლეთიდან ხალხის შემოსვლის შესაფერხებლად გააკეთეს, მაგრამ ეგ არ უშველით", - წერს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი მხარდამჭერი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უღელტეხილის გზის მიმდებარე ფერდზე მიწის ნაწილი ჩამოიშალა, რამაც მოძრაობა დროებით შეაფერხა.

"თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 155 -ე კილომეტრთან (რიკოთის მონაკვეთი), გზის მიმდებარე ფერდზე ჩამოიშალა მიწის ნაწილი, რის გამოც ნაწილობრივ ჩაიკეტა საავტომობილო გზის სავალი ნაწილი ამ დროისათვის ავტოტრანსპორტის გადაადგილება მიმდინარეობს ერთ ზოლზე. უკვე აქტიურად მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები საავტომობილო მიმოსვლის უმოკლეს დროში აღდგენის მიზნით" - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.