მარნეულში, სოფელ დაშთაფას 52-ე საარჩევნო უბანზე "ლეიბორისტული პარტიის" წევრი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანება ცივი იარაღით მიაყენეს. დაჭრილი პირი მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი.
თუ რას მოჰყვა ინციდენტი, ეს ჯერ უცნობია. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
ფოტო: "მთავარი"