ავტორი:

"რუსთავშია ვანო მერაბიშვილი და არის პროვოკაციების რისკი... ხდება მხარდამჭერების მობილიზება" - შალვა პაპუაშვილი

"რუსთავშია ვანო მერაბიშვილი და არის პროვოკაციების რისკი... ხდება მხარდამჭერების მობილიზება" - შალვა პაპუაშვილი

პარტია "ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, სხვადასხვა ლოკაციაზე, სადაც “ნაციონალური მოძრაობა“ ხედავს, რომ არჩევნებს აგებს, მათი მხარდამჭერების მობილიზება ხდება.

როგორც პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რუსთავში ჩასულია ვანო მერაბიშვილი, დიმიტრი შაშკინი, ლევან ხაბეიშვილი, დევი ჭანკოტაძე და არის რისკი იმისა, რომ გარკვეულ პროვოკაციებს ჰქონდეს ადგილი. მისივე თქმით, დმანისში, სოფელ ინგაჩაიში კახა ოქრიაშვილი ტელევიზიებთან ერთად მიემგზავრება და იქაც პროვოკაციის რისკია.

ამასთან, პაპუაშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო დღემ მშვიდ გარემოში ჩაიარა.

"უბნებთან ცხრა ინციდენტი დაფიქსირდა და ცხრავე ამოწურულია. ყველა ინციდენტი სიტყვიერი შელაპარაკების დონეზე მიმდინარეობდა. მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, რაც შეიძლება თავშეკავებული იყვნენ. მნიშვნელოვანია ეს დღე ბოლომდე მშვიდობიანად მივიდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.