ავტორი:

"მონაცემზე დაყრდნობით გეუბნებით, "ოცნებამ" დიდი სხვაობით წააგო, აგებს ბატონი კალაძეც" - ნიკა მელია

"მონაცემზე დაყრდნობით გეუბნებით, "ოცნებამ" დიდი სხვაობით წააგო, აგებს ბატონი კალაძეც" - ნიკა მელია

მონაცემებზე დაყრდნობით გეუბნებით, თბილისი „ქართულმა ოცნებამ“ წააგო. აგებენ ორივე ნაწილში, - რეფერენდუმის ნაწილში ჯამურად მნიშვნელოვად, დრამატულად აგებენ და აგებენენ თბილისის მერის ნაწილშიც, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ „ფეისბუქ“ ჩართვის დროს განაცხადა.

ნიკა მელიამ ამომრჩეველს არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა.

როგორც მელიამ ლიდერმა აღნიშნა, „ქართული ოცნება“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს აგებს.

„უკვე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ თბილისი „ქართულმა ოცნებამ“ წააგო დიდი სხვაობით, აგებს ბატონი კალაძეც. თბილისის მერობის ნაწილსა და პარტიულ ნაწილშიც ჯამურად, მნიშვნელოვნად აგებს. საკრებულო თავიდან ბოლომდე აქვს წაგებული, უმრავლესობით მოდის მმართველობაში ოპოზიცია და თბილისის მერობის ნაწილშიც ვიმარჯვებთ. ამიტომ, ახლა მნიშვენლოვანია, ვინც არ მისულხართ არჩევნებზე, ვერ მოახერხეთ ან ახლა აპირებთ, მივიდეთ. ყველა ჩვენს მეგობარს, ოჯახის წევრს, ნათესავს დავურეკოთ, შევეხმიანოთ და საქმე მივიყვანოთ ბოლომდე, გამარჯვებამდე. პასუხს ვაგებ თითოეულ ჩემს სიტყვაზე და უბრალოდ, გასამხნევებლად საკუთარი თავის და თქვენი ამ „ფეისბუქ“ ჩართვას არ ვახორციელებ. უბრალოდ მონაცემებზე დაყრდნობით გეუბნებით, თბილისი „ქართულმა ოცნებამ“ წააგო. აგებენ ორივე ნაწილში - რეფერენდუმის ნაწილში ჯამურად მნიშვნელოვად, დრამატულად აგებენ და აგებენ თბილისის მერის ნაწილშიც. ამიტომ, წავედით არჩევნებზე, ვინც ჯერ კიდევ არ ვყოფილვართ“, - განაცხადა ნიკა მელიამ.