ავტორი:

"მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები: "ქართული ოცნება“ - 38,6 %, "ნაციონალური მოძრაობა“ - 33 %

"მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები: "ქართული ოცნება“ - 38,6 %, "ნაციონალური მოძრაობა“ - 33 %

ტელეკომპანია "მთავარის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, თვითმმართველობის არჩევნებში წინასწარი გამოკითხვის შედეგებით, პარტიებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:

"ქართული ოცნება“ - 38, 6 %

"ნაციონალური მოძრაობა“ - 33 %

გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის“ - 7,6 %

"გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ - 4,8 %

"ლელო“ - 4 %

ხალხისთვის - 2%

გირჩი - 1,6%

მოქალაქეები - 1,1%

"ევროპული საქართველო“ - 1 %

ლეიბორისტული პარტია - 1,0%

პატრიოტთა ალიანსი - 0,9%

მესამე ძალა - 0,8%

რაც შეეხება თბილისში მერის არჩევნებს, აღნიშნული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების მიხედვით, 50 %-იანი მხარდაჭერა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ იქნება მეორე ტური.

კერძოდ, კანდიდატებს შორის ხმები ასე ნაწილდება:

"ქართული ოცნება“, კახა კახალაძე - 40,2 %

"ნაციონალური მოძრაობა“ და ოპოზიციის ნაწილი, ნიკა მელია - 40,8 %

პარტია "საქართველოსთვის“, გიორგი გახარია - 8,7 %

შედეგები 17:00 საათის მონაცემებს ასახავს. გამოიკითხა 2 ათასზე მეტი ადამიანი.