ავტორი:

"ყოველთვის ვცდილობ, გვერდში დავუდგე კახა კალაძეს" - თენგიზ ცერცვაძე ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეჰ "ოცნების" ოფისთან მივიდა

"ყოველთვის ვცდილობ, გვერდში დავუდგე კახა კალაძეს" - თენგიზ ცერცვაძე ეგზიტპოლის გამოცხადების შემდეჰ "ოცნების" ოფისთან მივიდა

ყოველთვის ვცდილობ, რომ გვერდში დავუდგე კახა კალაძეს და დანარჩენ გუნდს, აი, ამ კრიტიკულ მომენტში, როდესაც იწყება შედეგების დათვლა და გამოქვეყნება ,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან განუცხადა, სადაც თვითმმართველობის არჩევნების ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ მივიდა.

როგორც თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, ის ენდობა „გორბის“ ეგზიტპოლს.

„არ ვენდობი IPSOS-ის კვლევებს, ცალსახად. „გორბის“ კვლევებს“ ვენდობი ყველაზე მეტად, მაგრამ იქნება რაღაც შუაში Edison Research-სა და „გორბს“ შორის“, - აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.