52-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან, რომლებმაც "ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზვიად კუპრავა შენობიდან გაიყვანეს და მანქანით ტერიტორიიდან განარიდეს.
"გამიშვით, მანდატით ვსარგებლობ! 52-ე უბანი გაყალბებულია! “ - მიმართა ზვიად კუპრავამ სამართალდამცავებს.
ზვიად კუპრავა კომისიის თავმჯდომარეს გაყალბებაში ადანაშაულებდა.
ადგილზე კვლავ რჩებიან სამართალდამცავები.