ავტორი:

"ქართული ოცნება“ 52,54%, "ნაციონალური მოძრაობა" 29,45%, პარტია "საქართველოსთვის“ 5,71% - ირაკლი კობახიძე საარჩევნო ოქმების პირველად შედეგებზე

"ქართული ოცნება“ 52,54%, "ნაციონალური მოძრაობა" 29,45%, პარტია "საქართველოსთვის“ 5,71% - ირაკლი კობახიძე საარჩევნო ოქმების პირველად შედეგებზე

ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამ ეტაპზე, elections2021.ge-ზე განთავსებული მონაცემების თანახმად, "ქართული ოცნებას“ 52.54%, "ნაციონალური მოძრაობას“ კი 29.45% აქვს.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოლოდინი აქვთ, რომ საბოლოო შედეგები "იმედის“ და "გორბის“ მიერ გამოქვეყნებულ ეგზიტპოლის შედეგებს დაემთხვევა.

"გვინდა გაგაცნოთ არჩევნების პირველადი შედეგები საარჩევნო ოქმების მიხედვით. საუბარია ოფიციალურ ოქმებზე, რომელსაც ჩვენ ვიღებთ საარჩევნო უბნებიდან. როგორც დღეს დავაანონსეთ, ეს მონაცემები განთავსებულია შესაბამის პორტალზე elections2021.ge, რომლის ნახვა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს. ამ პორტალზე დაახლოებით 10 წუთიანი ინტერევალებით განახლდება ინფორმაცია უახლოეს საათებში, საბოლოო ჯამში, 2-3 საათში სრულად იქნება წარმოდგენილი ინფორმაცია არჩევნების შედეგების თაობაზე. ამ ეტაპზე ჯერ არის წარმოდგენილი თბილისის შედები გამომდინარე იქიდან, რომ ქალაქებში უფრო მეტი დრო სჭირდება შედეგების დათვლას.

რაც შეეხება ამ ეტაპისთვის არსებულ მონაცემებს. დათვლილი 544 უბანი, 3743 უბნიდან, ეს არის საარჩევნო უბნების 14.53%, მთლიანობაში დათვლილია 139 ათასი ხმა, შედეგები ამ ეტაპზე შემდეგია: "ქართული ოცნება“ 52.54%, "ნაციონალური მოძრაობა“ 29.45%, "საქართველოსთვის“ 5.71%. სხვა პარტიებს აქვთ უფრო დაბალი შედეგები.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი მოლოდინია, რომ საბოლოო შედეგები დაემთხვევა დაახლოებით "იმედის“ და "გორბის“ მიერ გამოქვეყნებულ ეგზიტპოლის შედეგებს“,- აღნიშნავს კობახიძე.