ავტორი:

დაპირისპირება ზუგდიდის #67 საოლქო კომისიის შენობაში - ანა წითლიძის განცხადებით, საუბნო კომისიის თავმჯდომარეებს აქვთ დავალება, ოქმს ხელი არ მოაწერონ

დაპირისპირება ზუგდიდის #67 საოლქო კომისიის შენობაში - ანა წითლიძის განცხადებით, საუბნო კომისიის თავმჯდომარეებს აქვთ დავალება, ოქმს ხელი არ მოაწერონ

ზუგდიდის #67 საოლქო კომისიის შენობაში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ანა წითლიძე იმყოფება.

მას საოლქოს ხელმძღვანელთან შეხვედრა სურს.

როგორც წითლიძე აცხადებს რამდენიმე უბანზე, სადაც ოპოზიციის კანდიდატი იგებს, მირანდა მესხის დავალებით ოქმზე ხელს არ აწერენ საუბნო კომისიის თავმჯდომარეები.

მას კითხვები აქვს საოლქო კომისიის თავმჯდომარესთან აღნიშნულთან დაკავშირებით და შეხვედრას ითხოვს.

"ყველა უბანზე თითქმის დამაჯერებლად იგებს ოპოზიციის კანდიდატი. შესაბამისად საოლქო კომისიის თავმჯდომარიდან უშუალოდ უბნის თავმჯდომარეებს აქვთ დავალება, რომ ოქმს არ მოაწერონ ხელი და არ დასვან ბეჭედი.

გვაქვს რამდენიმე უბანში შემთხვევა, რომ მირანდა მესხმა დაურეკა და უბნის თავმჯდომარე არ აწერს ხელს ოქმს. უკვე დასრულებულია დათვლა, უკვე დასრულებულია ყველა პროცედურა", - აცხადებს წითლიძე.