ავტორი:

"უპრეცედენტო შემთხვევაა, გათენდა და ოქმების უმრავლესობა არ არსებობს, თითქოს არჩევნები არ ჩატარებულა" - ნიკა მელია

"უპრეცედენტო შემთხვევაა, გათენდა და ოქმების უმრავლესობა არ არსებობს, თითქოს არჩევნები არ ჩატარებულა" - ნიკა მელია

მას შემდეგ, რაც მოაწყვეს ზეიმი, განსაკუთრებთ თბილისში და მალევე დარწმუნდნენ, რომ საზეიმოდ საქმე არ აქვთ, წარმოდგენა არ აქვთ, რა უნდა აკეთონ ახლა - მინდა, „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდო, ორჯერ დაფიქრდნენ, სანამ სისულელეს გააკეთებენ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ და მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას იმის შესახებ, რატომ აგვიანებს ცესკო წინასწარი მონაცემების გამოქვეყნებას.

როგორც მელიამ აღნიშნა, „ქართული ოცნებისთვის“ შოკისმომგვრელი აღმოჩნდა გააზრება, რომ თბილისში მეორე ტური იქნება, ჯამურად კი „უპირობო მარცხი განიცადეს“.

„უბნებზე ხელოვნურად აქვთ შეჩერებული შემაჯამებელი ოქმების დაწერა და გამოტანა. ეს ვერ ხერხდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ დაათვლევინებენ ხუთჯერ, შემდეგ მოგონილი მიზეზებით გადაათვლევინებენ მეექვსედ, მეშვიდედ და შედეგად, ამ ქვეყანაში სახელწიფოს სახელით, ცესკო-ს სახით კაციშვილი პასუხისმგებელი აღარ არსებობს. ვიბრძვით ახლა უბან-უბან, ცენტრალური საარჩევნო შტაბიდან 30-მდე ადამიანი სხვადასხვა უბნის მიმართულებით გაემგზავრა, რომ გავაძლიეროთ ის უბნები, ადგილზე გავერკვეთ, რატომ არ გამოაქვთ. რეალური მიზეზი გახდეს ცნობილი, თუმცა ცნობილია ეს ყველაფერი. ბევრი ოქმი, რომელიც გამოტანილია საარჩევნო უბნიდან და საოლქო საარჩევნო კომისიამდეც მისულია, არ არის ატვირთული ცესკო-ს საიტზე. სულ რაღაც 27 ოქმია ამ წუთის მდგომარეობით მხოლოდ ატვირთული.

შოკისმომგვრელი აღმოჩნდა მათთვის იმის გააზრება, რომ თბილისში მეორე ტური იქნება და თბილისში ჯამურად „ქართულმა ოცნებამ“ განიცადა უპირობო მარცხი. მინდა, „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდო, ორჯერ დაფიქრდნენ, სანამ სისულელეს გააკეთებენ, წარმოუდგენელი, უპრეცედენტო შემთხვევაა. მეთერთმეტე საათი დაიწყო, გათენდა და ოქმების უმრავლესობა არ არსებობს, თითქოს არჩევნები არ ჩატარებულა“, - განაცხადა მელიამ.