ავტორი:

ქუთაისის მერის არჩევნებში 43,75%-ით ოპოზიციის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ლიდერობს - ცეკოს წინასწარი მონაცემები

ქუთაისის მერის არჩევნებში 43,75%-ით ოპოზიციის კანდიდატი ხატია დეკანოიძე ლიდერობს - ცეკოს წინასწარი მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ქუთაისშიც, სავარაუდოდ, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

124 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილი 51 უბნის მონაცემების მიხედვით, ქუთაისში ოპოზიციის - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე ლიდერობს. მას წინასწარი ინფორმაციით, ხმების 43,75 % აქვს.

მეორე ადგილზეა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი, რომელსაც 51 უბნის მონაცემებით, ამომრჩევლების 41,86 % უჭერს მხარს.