ავტორი:

თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთსა და ბათუმი, სავარაუდოდ, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთსა და ბათუმი, სავარაუდოდ, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, 5 თვითთმმართველი ქალაქიდან - თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი, ყველა მათგანში, სავარაუდოდ, მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

ამასთან, 5 თვითმმართველი ქალაქიდან 3-ში - რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ოპოზიციის - „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ლიდერობს.

თბილისში 769 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 320 უბნის მონაცემები. პირველ ადგილზეა „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე 45,5%-ით, მეორეზე კი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნიკა მელია 34,13%-ით. ხმების 8,97% აქვს პარტია „საქართველოსთვის“ კანდიდატ გიორგი გახარიას.

რუსთავში ამ დროისთვის 88 უბნიდან 42 უბანშია მონაცემები დათვლილი. 42 უბნის მონაცემებით, აღნიშნულ თვითმმართველ ქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით კირკიტაძე იმარჯვებს. მას 44,53 %-იანი მხარდაჭერა აქვს. მეორე ადგილზეა „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნინო ლაცაბიძე - 44,34 %-ით.

ქუთაისში 124 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 51 უბნის მონაცემები. ამ დროისთვის ამ ქალაქშიც ლიდერობს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ხატია დეკანოიძე 43,75 %-ით. მეორე ადგილზეა „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი 41,86 %-ით.

ფოთში 33 უბნიდან დათვლილია 18 უბნის მონაცემები. ამ დროისთვის ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ბექა ვაჭარაძე 47,73 %-ით, მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიგი უგულავა 37,44 %-ით.

ბათუმში 105 უბნის მონაცემებიდან დათვლილია 34 უბნის მონაცემები. ამ დროისთვის აღნიშნულ ქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი კირთაძე იმარჯვებს 42, 35 %-ით, მეორე ადგილზეა „ქართული ოცნებიდან“ არჩილ ჩიქოვანი 41,49 %-ით.