ცესკოს წინასწარი მონაცემებით, რუსთავში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, თუმცა ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, უკვე „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ლიდერობს.
ქალაქ რუსთავში 88 საარჩევნო უბნიდან მონაცემები უკვე 55 უბანზეა დათვლილი. კანდიდატების მიერ მიღებული ხმების რაოდენობა ამჟამად ასე ნაწილდება:
„ქართული ოცნების“ კანდიდატი ნინო ლაცაბიძე - 44,92 %,
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით კირკიტაძე - 43.81%
შეგახსენებთ, რომ მერობის კანდიდატს პირველივე ტურში გასამარჯვებლად ხმების 50 %-ზე მეტი უნდა მიეღო.