ავტორი:

მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით ბრალს სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. მსჯავრდებულ სააკაშვილს ბრალს ოფიციალურად რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გააცნობენ.

შინაგან საქმეთა სამინიტრომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება პირველ ოქტომბერს დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს.

შსს-ს ცნობით, საქმეზე აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა საჭირო და საპროცესო საგამოძიებო მოქმედებები.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს თბილისში, ქვიშხეთის ქუჩაზე დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია ყოფილი დეპუტატის, ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებული პირების შეწყალების საქმეებზე. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის მიმართ სასამართლოში ბრალდების სისხლის სამართლის ორი საქმე - „იმედში“ შეჭრის, 7 ნომებრის აქციის დარბევის, პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევისა და ე.წ. პიჯაკების საქმეები მიმდინარეობს.

ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოს განაჩენით სასჯელის ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ხოლო თანამდებობის დაკავების უფლება სახელწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში ჩამოერთვა 2 წლისა და 3 თვის ვადით. სანდრო გირგვილიანის საქმეზე მსჯავრდებული პირების შეწყალებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიხეილ სააკაშვილს სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს სასჯელის ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განესაზღვრა სამი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, მასვე დამატებითი სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების უფლება ერთი წლითა და ექვსი თვის ვადით ჩამოერთვა.

რაც შეეხება სასამართლოში სააკაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესებს, ე.წ. პიჯაკების საქმეზე ყოფილ პრეზიდენტს საბიუჯეტო თანხის 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვას ედავებიან. „იმედში“ შეჭრის, 7 ნომებრის აქციის დარბევის და პატარკაციშვილის ქონების ჩამორთმევის საქმეს, მიხეილ სააკაშვილს სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან.