უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებით, ის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას გეგმავს.
როგორც მან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, ის ამისთვის გააკეთებს ყველაფერს, რაც მის ძალაუფლებაშია და ამასთანავე, ამ პროცესში ჩართული იქნება ყველა შესაბამისი ინსტიტუცია.
„მე, როგორც უკრაინის პრეზიდენტი, მუდმივად ვარ დაკავებული იმით, რომ ვაბრუნებ უკრაინის მოქალაქეებს სხვადასხვა საშუალებით, რომელიც მე მაქვს ჩემი ძალაუფლების ფარგლებში. მიხეილ სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე, ამიტომ ეს მასაც ეხება. ყველა ინსტიტუცია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჩვენი საელჩოების ჩათვლით, რომლებიც მუშაობენ საქართველოში და საქართველოს ელჩის დონეზეც, რომელიც მუშაობს უკრაინაში, ჩვენი მინისტრთა კაბინეტის საუბრის დონეზეც, პრემიერ-მინისტრების საუბრის დონეზე - ჩვენ ყველა ვიქნებით ამით დაკავებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.