"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი, ეკა ხერხეულიძე ამბობს, საქართველოში მანქანა, რომელშიც ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იჯდა, პატრულმა გააჩერა და დააჯარიმა, თუმცა სააკაშვილი ვერ იცნეს. ამის შესახებ ხერხეულიძემ "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა.
"ბულვარშიც იარა და საერთოდ, პატრულმა გააჩერა, დააჯარიმა და ვერ იცნეს. ჰყავთ დაჭერილი მძღოლი და ჰკითხონ. პატრულმა გააჩერა, დააჯარიმეს, არ ვიცი რის გამო. რამდენად გამოავლენენ არ ვიცი, მაგრამ ამბობს, ესეც იქნება კამერებზეო.
მითხრა, მერეო რომ მოვყვები ამ მთელ სიმძიმეს გზაში რა გადავიტანე და რამდენი დღე ვიყავი, მერე ვილაპარაკოთო. ოთხი დღე კი იმყოფებოდა აქ, მაგრამ ძალიან ბევრი დღე გზაში იყო. ძალიან დიდი თავგანწირვა აქვს ნამდვილად ჩადენილი“, - ამბობს ეკა ხერხეულიძე.