ავტორი:

რჩევები საკუთარი „ოქტობერფესტის“ მოსაწყობად – სად ვიშოვოთ ნამდვილი გერმანული ლუდი და სოსისი

რჩევები საკუთარი „ოქტობერფესტის“ მოსაწყობად – სად ვიშოვოთ ნამდვილი გერმანული ლუდი და სოსისი

„ოქტობერფესტი“ – ფესტივალი, რომელზე დასასწრებადაც მიუნხენში ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტი ადამიანი ჩადის, წელს არ ჩატარდება. ღონისძიება მეორე მსოფლიო ომის დასულების შემდეგ არ გაუქმებულა. კოვიდპანდემიის გამო კი ის არ ჩატარდა 2020 წელს და არც 2021 წელს ჩატარდება.

ფესტივალი პირველად 1810 წელს პრინცი ლუდვიგის ქორწინების აღსანიშნავად გაიმართა, როგორც საქორწინო წვეულება. შემდეგ კი ამ დღის აღნიშვნამ ტრადიციული სახე მიიღო, თუმცა დანიშნულება შეიცვალა და დღეს, ის უკვე ლუდის ფესტივალია. ეს არის ორკვირიანი სახალხო დღესასწაული, რომელიც ტრადიციულად ბავარიის დედაქალაქ მიუნხენში ტარდება.

გერმანული ლუდის გარდა „ოქტობერფესტის“ მთავარი „გმირი“ ნამდვილი გერმანული ხორცპროდუქტები, სოსისია. ეს არის ღონისძიება, რომელზეც ყველაზე მეტი ლუდი და სოსისი იყიდება ხოლმე. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა სახალისო შეჯიბრებები, კონკურსები. სტუმრები ერთმანეთს ეჯიბრებიან ლუდის დალევაში, ჰოთდოგის სწრაფად ჭამაში.

ფესტივალის ორგანიზატორებმა წელს გულდაწყვეტილ საზოგადოებას განსაკუთრებული სიურპრიზი შესთავაზეს. კერძოდ, მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან შეგიძლიათ გამოიწეროთ ფესტვალის სასაჩუქრე ყუთები, რომლებშიც ნამდვილი ბავარიული ლუდი და სხვადასხვა სამახსოვრო ნივთია მოთავსებული. ასე, რომ თუ ფესტივალზე წასვლა დაგეგმილი გქონდათ და პანდემიის გამო ამას ვერ ახერხებთ შეგიძლიათ „ოქტობერფესტი“ საკუთარ ვერანდაზე ან ეზოში მოაწყოთ. პრემიუმ კლასის სოსისის შეძენა კი საქართველოშიც შეგიძლიათ. „ნიკორას“ მიერ წარმოებული სოსისი „ბერნერი“, „ფრანკფურტერი“ და „როსტერი“ კლასიკური გერმანული რეცეპტურით შექმნილი პროდუქტია და ის გერმანული განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომელიც საკუთარი მინი „ოქტობერფესტის“ მოწყობაში დაგეხმარებათ:

  • თუ ოქტობერფესტის ყუთის გამოწერას ვერ ასწრებთ, ადგილობრივად შეიძინეთ ლუდი, რომელიც ფართოდ ხელმისაწვდომია. ქართველებს ისევე უყვართ ლუდი, როგორც გერმანელებსა და ავსტრიელებს, ამიტომ ადგილობრივად ლუდის არჩევა არ გაგიჭირდებათ.

  • შეიძინეთ გერმანული რეცეპტურით შექმნილი სოსისი. არჩევანის გაკეთება რომ გაგიადვილდეთ, სოსისების შესახებ საინტერესო ინფორმაციასაც მოგაწვდით. „როსტერი“ გამორჩეული შემადგენლობის და არომატის მქონე სოსისია, რომლის შემადგენლობაშიც ხორცის გარდა შედის: ჰოლანდიური ყველი, სოკო, წითელი და მწვანე პაპრიკა. სწორედ ეს ინგრეიენტები განაპირობებს პროდუქტის განსაკუთრებულ გემოს, რომელიც ლუდს მართლაც გამორჩეულად უხდება. „ფრანკფურტერი“ გერმანული ფრანკფურტერის ზუსტი ანალოგია. მის დასამზადებლად გამოყენებულია უმაღლესი ხარისხის ხორცი და ევროპული სანელებლები. „ბერნერის“ შემადგენლობაში შედის ჰოლანდიური ყველი, რაც მას განსაკუთრებულ საგემოვნო თვისებებს ანიჭებს. უმჯობესია „როსტერი“ და „ბერნერი“ შეწვათ, „ფრანკფურტერი“ კი მოხარშოთ.

  • ისევე როგოც ნებისმიერი ფესტივალისთვის, საკუთარი „ოქტობერფესტისთვისაც“ სპეციალურად უნდა შეარჩიოთ სამოსი. ამ შემთხვევაში საუკეთესო კაცებისთვის არის ლედერხოზე, ქალებისთვის კი – დინდლი. ეს ტრადიციული ბავარიული სამოსია, რომლის ჩაცმითაც თქვენს დღესასწაულს განსაკუთრებულ მხიარულებას შესძენთ.
  • მუსიკა ფესტივალის განუყოფელი ნაწილია. საინტერესოა, რომ ფესტივალზე მხოლოდ გერმანულ მუსიკას არ უსმენენ. შესაბამისად, თქვენც შეგილიათ უსმინოთ თქვენთვის სასურველ მუსიკას. თუმცა აუცილებლად ჩართეთ Fliegerlied და არ მოგერიდოთ სკამზე ცეკვა.

  • აუცილებლად მოაწყვეთ შეჯიბრი ლუდის სმასა და სოსისის ჭამაში. დააწესეთ სახალისო საჩუქრები და გაერთეთ მაქსიმალურად. მაგალითად, დამარცხებულს შეიძლება დაევალოს საკუთარი ხელით შექმნილი ლუდის დაფაზე გამარჯვებულის დაპატიჟება. ლუდის დაფის გასაკეთებლად კი იგივე, პრემიუმ კლასის გერმანული რეცეპტურით შექმნილი სოსისები და მწნილის ასორტი დაგჭირდებათ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კანჭი.

მომავალ წელს „ოქტობერფესტი“ ალბათ დაუბრუნდება მიუნხენს და ტრადიციული ფორმით ჩატარდება. თუმცა თუ თქვენ მოგზაურობას ვერ მოახერხებთ, არ იდარდოთ, შეგიძლიათ საკუთარ „ოქტობერფესტს“ ყოველწლიური სახე მისცეთ.