საქართველოს ექსპრეზიდენტის, ამჟამად მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის საყვარელი ქალი, ლიზა იასკო უკრაინის მთავრობას სააკაშვილის დაცვისკენ მოუწოდებს (წყარო)
"ქვეყნის სიყვარული და მისთვისთვის ბრძოლა კეთილშობილური საქმეა. მე მხარს ვუჭერ მის ბრძოლას, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა და ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები“, -ამბობს იასკო.
აღსანიშნავია, რომ ლიზა იასკო სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს სააკაშვილის მხარდამჭერ პოსტებს. ერთ-ერთი ბოლო პოსტიც სწორედ ექსპრეზიდენტს ეძღვნება.
ის აზიარებს ფოტოს, რომელზეც წერია - "თავისუფლება მიშას".
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში დაბრუნების შემდეგ, სოციალური ქსელის საშუალებით შეატყობინა საზოგადოებას, რომ ის და ლიზა იასკო "ახალ ცხოვრებას იწყებენ".
"მე და ლიზამ გადავწყვიტეთ შევატყობინოთ ყველას, რომ ჩვენ ვართ ერთად. ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას, ვქმნით ახალ ოჯახს. მოხდა ისე, რომ მე მქონდა ძალიან მაგარი ცხოვრებაც, წარსულიც.
ისე გამოვიდა, რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენ შევხვდით ერთმანეთს. მიუხედავად ყველა წინა ურთიერთობისა, რომლისთვისაც მადლობელი ვარ ყველასი. ამაზე ვფიქრობ ბევრს, მაგრამ მე და ლიზა ვართ ერთად. ჩვენ გვაქვს ერთობლივი ოჯახი და გვინდა, რომ ყველას უსურვოთ ბედნიერება" - ამბობს ვიდეომიმართვაში სააკაშვილი.
ცნობისთვის, ლიზა იასკო უკრაინული პარტია "ხალხის მსახურის" ერთ-ერთი ლიდერია.