ავტორი:

ვინ არის სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის ბრალდებით დაკავებული მამა-შვილი - "ტვ პირველის" ექსკლუზივი

ვინ არის სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის ბრალდებით დაკავებული მამა-შვილი - "ტვ პირველის" ექსკლუზივი

"ტვ პირველმა" დაადგინა, იმ ორი პირის ვინაობა, რომელიც საქართველოს ექსპრეზიდენტ , მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის ბრალდებით დააკავეს.

"პირველების" ინფორმაციით, ძალოვანებმა მამა-შვილი შალვა და ზურაბ წოწორიები გუშინ დააკავეს. ორივე ფოთის ტერმინალის რიგითი თანამშრომელია.

დაკავებულების ოჯახის წევრებმა ინფორმაცია, რომ მამა-შვილს საქართველოს მესამე პრეზიდენტის შემოყვანას ედავებიან, "პირველებისგან" გაიგეს.

შალვა წოწორიას ცოლი, ვერიკო წოწორია ამბობს, რომ მისი მეუღლე ფოთის პორტში 30 წელია მუშაობს, შვილი კი 11 წელი. დაკავებულის მეუღლე აცხადებს, რომ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის დროს შალვა წოწორია შვებულებაში იყო, მისი შვილი კი - სამსახურში. წყარო: ტვ პირველი