რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, "ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ.
ტერიტორიაზე უკვე დამონტაჟდა სცენა, საიდანაც სიტყვით გამომსვლელები აქციის მონაწილეებს მიმართავენ. ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატის, თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის მხარდასაჭერად ადგილზე იმყოფებიან ემიგრანტებიც.
სიტყვით გამოსვლები რამდენიმე წუთში დაიწყება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ნახეთ ვიდეო