საქართველოში უკრაინის კონსულმა დღეს რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდას“ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განუცხადეს.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას არსებულ პირობებთან დაკავშირებით საჩივარი არ გამოუთქვამს.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო და თბილისში უკრაინის საელჩო მიხეილ სააკაშვილისთვის, როგორც უკრაინის მოქალაქისთვის, საკონსულო და სამართლებრივ დახმარებას განაგრძობს. კონსული თანამშრომლობს მის ადვოკატებთან“, - განაცხადა ოლეგ ნიკოლენკომ.
გამოცემის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, რომელშიც 1-ელ ოქტომბერს, დაკავების შემდეგ მოათავსეს. ის შიმშილობას განაგრძობს და სავარაუდოდ, უარს იტყვის მისი უკრაინისთვის გადაცემაზე.