ავტორი:

"ბოდიშით რა, მე-9 ბლოკი აფეთქდა..." - რა ხდებოდა ქართულ ინტერნეტსივრცეში მას შემდეგ, რაც 6-საათიანი გათიშვის შემდეგ "ფეისბუქი" აღდგა

"ბოდიშით რა, მე-9 ბლოკი აფეთქდა..." - რა ხდებოდა ქართულ ინტერნეტსივრცეში მას შემდეგ, რაც 6-საათიანი გათიშვის შემდეგ "ფეისბუქი" აღდგა

Facebook, WhatsApp და Instagram, რომელიც თითქმის ექვსი საათის განმავლობაში გათიშული იყო, ამუშავდა. სამივე სერვისი "ფეისბუქს" ეკუთვნის და მათზე წვდომა ინტერნეტში და მობილურის აპლიკაციებში შეუძლებელი იყო.

ჯერჯერობით უცნობია ოფიციალური მიზეზი, რამ გამოიწვია პრობლემა. ცოტა ხნის წინ "ფეისბუქმა" "ტვიტერზე" დაწერა, რომ მისი პროგრამები და სერვისები კვლავ იწყებდა მუშაობას.

”ადამიანები და ბიზნესები უზარმაზარ აუდიტორიაზე მთელს მსოფლიოში, რომლებიც ჩვენზეა დამოკიდებული, ვწუხვართ",- აღნიშნულია განცხადებაში.

"ბლუმბერგის" ცნობით, Facebook-ის მსოფლიო მასშტაბით გათიშვის გამო მისი დამფუძნებლის, მარკ ცუკერბერგის ქონება 6 მილიარდზე მეტი დოლარით შემცირდა. უმსხვილესი სოციალური ქსელის აქციების ფასი 4,9%-ით დაეცა. "ბლუმბერგის" მილიარდერთა სიაში ცუკერბერგმა მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა.

ბოლოს Facebook-ს მსგავსი მასშტაბის ხარვეზი ჰქონდა 2019 წელს. მაშინ Facebook-ი და მისი სხვა პროგრამები მიუწვდომელი იყო მთელს მსოფლიოში 14 საათზე მეტი ხნის განმავლობაში.

Facebook-ის აღდგენის შემდეგ სრულიად ქართული ინტერნეტსივრცე აღნიშნულ თემაზე წერს. უმეტესობა ფაქტმა ხუმრობის ხასიათზე დააყენა:

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: გუშინ ფბ-მ კაცობრიობას მისცა შანსი, კარგად დაფიქრდეს, ვიდრე რამეს დაწერს, ან დააკომენტარებს…

გოგა ჩანადირი, ფოტოგრაფი: "ფეისბუქისა" და მასზე მიბმული აპლიკაციების რამდენიმესაათიანმა გათიშვამ აჩვენა, რომ არ შეიძლება მსოფლიო ვირტუალურ სივრცეზე ზომაზე მეტად დამოკიდებული გახდეს.

დიდ დროს ვუთმობთ ინტერნეტს, გადაჭარბებულად დამოკიდებული გაგვხადა. ხოდა, მასზე მიჯაჭვული საზოგადოების პარალიზებისთვის მშვენიერი სამიზნეც აღმოჩნდა.

თორნიკე შარაშენიძე, ექსპერტი: სულ რამდენიმე საათით: ვიღაცამ ქართველ ერს ჭკუა არ დაარიგა; ვიღაცამ ტანზე არ შემოიხია; ვიღაცამ ვიღაც რუსეთის აგენტად არ გამოაცხადა; ვიღაცამ...მოკლედ, რას ვუყურებთ?ავინაზღაუროთ დანაკლისი!!

გიგი უგულავა: მარკ დაბრუნდი, არ მინდა ტელევიზორი, არ მინდა ვალიკო ბინოკლი

ირაკლი ტაბლიაშვილი, ჟურნალისტი: პოსტი - დაწერილი ფეისბუქის გათიშვის დროს.ცუკერრრ! არ დაგვღუპოოოო!

რამაზ გიგაური, ასტროლოგი: მიუკაკუნეთ მეზობლებს, შემოდით, ჩაირთო-თქო, თორემ ძალიან სიხალვათეა... ბოდიშით რა. მე-9 ბლოკი აფეთქდა.

ვახო სანაია, ჟურნალისტი: მეგობრებო, მაპატიეთ. სახლის კედლებზე დაგიწერეთ კომენტარები. ხვალვე წავშლი...