ავტორი:

Facebook -ის 6-საათიანი გათიშვის შედეგად, მარკ ცუკერბერგმა 6-მილიარდიანი ზარალი მიიღო  - რა განაცხადა სოციალური ქსელის მაგნატმა?

Facebook -ის 6-საათიანი გათიშვის შედეგად, მარკ ცუკერბერგმა 6-მილიარდიანი ზარალი მიიღო  - რა განაცხადა სოციალური ქსელის მაგნატმა?

მარკ ცუკერბერგმა 6-მილიარდი დოლარის ზარალი მიიღო Facebook -ის 6-საათიანი გათიშვის შედეგად. ასევე გათიშული იყო სოციალური ქსელი Instagram -ი და მესენჯერები: WhatsApp - ი და Facebook Messenger - ი, რის შედეგადაც ათობით მილიონი მომხმარებლისთვის ეს პლატფორმები მიუწვდომელი იყო. ეს იყო Facebook -ის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი გათიშვა. Сервис Downdetector - მა, რომლიც თვალყურს ადევნებს დიდი ინტერნეტ-რესურსების მუშაობას, მომხდარის გამო, მიიღო 10. 5 მლნ საჩივარი.

Facebook-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი მარკ ცუკერბერგი მომხმარებლებს შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

Facebook, Instagram, WhatsApp და Messenger-ი ბრუნდება. ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის - ვიცი, როგორ ენდობით ჩვენს მომსახურებას იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ კავშირი თქვენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან“, - წერს ცუკერბერგი.

ცნობისათვის, Facebook, WhatsApp და Instagram თითქმის ექვსი საათის განმავლობაში იყო გათიშული.