ავტორი:

"ღონისძიებები 3 დღეს გაგრძელდა“ - რა ფოტოებს აქვეყნებს "საქართველოს სამეფო სახლი" და რას წერს დავით ბატონიშვილის რომანოვებთან ნათესაურ კავშირსა და რუსულ სამეფო ქორწილზე?

"ღონისძიებები 3 დღეს გაგრძელდა“ - რა ფოტოებს აქვეყნებს "საქართველოს სამეფო სახლი" და რას წერს დავით ბატონიშვილის რომანოვებთან ნათესაურ კავშირსა და რუსულ სამეფო ქორწილზე?

საქართველოს სამეფო სახლის წარმომადგენელი, დავით ბაგრატიონი რუსული სამეფო გვარის, რომანოვების მემკვიდრის, გიორგი რომანოვის მეჯვარე იყო. აღნიშნულის შესახებ Ambebi.ge ორი დღის წინ წერდა. ამჯერად კი ფეისბუქზე "საქართველოს სამეფო სახლი" აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ფოტოებსა და ინფორმაციას აქვეყნებს.

"საქართველოს სამეფო სახლის მეთაური დავით ბაგრატიონ მუხრანბატონი, მეუღლესთან, პრინცესა ირინასთან ერთად, სანკტ-პეტერბურგში საიმპერატორო ქორწილს დაესწრო. რუსეთის ტახტის მემკვიდრე, დიდი მთავარი გიორგი რომანოვი იტალიელ რებეკა ბეტარინიზე დაქორწინდა.

"საუკუნის ქორწილი" ასე უწოდეს რუსეთში, მონარქისტულ წრეებსა და უცხოურ მედიაში რომანოვის ჯვრისწერას, რადგან 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, რუსეთის საიმპერატორო დინასტიის წარმომადგენელთა პირველი ქორწილია, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ასე გრანდიოზულად აღინიშნა. ქორწილში 20 ზე მეტი სამეფო ოჯახი იყო მიწვეული, მათ შორის საქართველოს სამეფო ოჯახიც.

ცერემონიას 1500 ზე მეტი ადამიანი დაესწრო. გიორგი რომანოვის მეჯვარე საქართველოს სამეფო სახლის მეთაური დავით ბაგრატიონ მუხრანბატონი გახლდათ. დავით ბაგრატიონი გიორგი რომანოვის ბიძაშვილია. დავითის პაპა ირაკლი ბაგრატიონ მუხრანბატონი და გიორგის ბებია ლეონიდა ბაგრატიონ მუხრანელი და-ძმა იყვნენ.

რუსეთის საიმპერატორო ტახტის მემკვიდრის ქორწილის აღსანიშნად ღონისძიებები 3 დღეს გაგრძელდა. 30 სექტემბერი, დღე პირველი: წინასაქორწილო წვეულება კოქტეილის საღამო (welcome coctail). მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: ბულგარეთის მეფე სიმეონ II და ბულგარეთის დედოფალი მარგარეტა; იტალიის ტახტის მემკვიდრე ემანუელ ფილიბერტო, ვენეციის პრინცი; ავღანეთის პრინცესა ნოალი; პრინცი იოაჰიმ მიურატი ; პორტუგალიის სამეფო ტახტის მემკვიდრე ბრაგანცას ჰერცოგი დომ დუარტე პიო ; ალბანეთის ტახტის მემკვიდრე ლეკა II ; ეგვიპტის მეფე საუდ და სხვანი.