ავტორი:

შეძლებს თუ არა  გულშემატკივარი  საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე დასწრებას - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

შეძლებს თუ არა  გულშემატკივარი  საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე დასწრებას - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

9 ოქტომბერს დაგეგმილ საქართველო-საბერძნეთის საფეხბურთო მატჩზე მაყურებლების 33%-ს გარკვეული პირობებით დაუშვებენ. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"მატჩზე დაიშვება მაყურებლების 33%, ოღონდ ერთი პირობით, მათ უნდა წარმოადგინონ ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა“, - განაცხადა ღიბრაძემ.