ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სიკვდილიანობის მაჩვენებლის მატება „დელტა“ შტამის მეტად დამაზიანებელ ზემოქმედებას უკავშირდება.
როგორც გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფიგნზე განაცხადა, კლინიკური მართვის ხარისხი დღეს კლინიკებში ბევრად უკეთესია, ვიდრე უწყებას წინა ტალღების პირობებში ჰქონდა.
"სიკვდილიანობის მაჩვენებლის შედარებით მატება უკავშირდება „დელტა“ შტამის მეტად დამაზიანებელ ზემოქმედებას და ამაზე უკვე გლობალურად არსებობს საკმაოდ ვრცელი მონაცემები. ჩვენ დღეს თითქმის ყველა შემთხვევა გვაქვს გამოწვეული „დელტა“ შტამით, რაც არის ის, რომ „დელტა“ შტამის შემთხვევაში პროგნოზულად მეტად მძიმე გამოსავლებია მოსალოდნელი.
რაც შეეხება კლინიკური მართვის ხარისხს, შესაძლებლობა დღეს კლინიკებში მდგომარეობის მართვის არის ბევრად უკეთესი, ვიდრე ჩვენ ეს გვქონდა წინა ტალღების პირობებში. თვითონ შტამის დამაზიანებელი და დამაზარალებელი ზეგავლენა არის მაღალი“, - განაცხადა გაბუნიამ.