ჯიმ რიში ქართველი არ არის და არ იცის, მაგრამ თქვენ ხომ იცით? - 2012 წელს რაც ხდებოდა, ეს არის წარმოუდგენელი რამ, როცა ადარებ 2012 წელს და 2021 წელს, ეს ნიშნავს, რომ ან არ გახსოვს, ან სხვა რამეშია საქმე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სენატორ ჯიმ რიშის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სადაც ჯიმ რიში მიუთითებს, რომ 2021 წლის არჩევნები არის დაუჯერებლად იმედგამაცრუებელი და ეს არის დრამატულად უკან დახევა 2012 წლის არჩევნებიდან, რომელსაც ის აკვირდებოდა.
კობახიძე ირწმუნება, რომ სენატორმა არ იცის, როგორი იყო 2012 წლის არჩევნები და ჟურნალისტს კითხვას უკან უბრუნებს, მას თუ ახსოვს 2012 წლის არჩევნები.
“თქვენ გახსოვთ 2012 წლის არჩევნები? წლევანდელიც ხომ ნახეთ და ადარებთ წლევანდელს და 2012-ის არჩევნებს? როცა ადამიანი ერთმანეთს ადარებს 2012 წლის და 2021 წლის არჩევნებს, იმას რა უნდა მოკითხო, არ ვიცი, ეს წარმოუდგენელი რამ არის. თქვენ არ გახსოვთ რა ხდებოდა 2012 წელს? სენატორმა არ იცის და თქვენ ხომ იცით? ჯიმ რიში ქართველი არ არის და არ იცის, მაგრამ თქვენ არ ვიცი, შეიძლება ბავშვი იყავით და არ გახსოვთ, მაგრამ 2012 წელს რაც ხდებოდა, ეს არის წარმოუდგენელი რამ, როცა ადარებ 2012 წელს და 2021 წელს, ეს ნიშნავს, რომ ან არ გახსოვს, ან სხვა რამეშია საქმე,” - განაცხადა კობახიძემ.