ფრანგი კათოლიკე მღვდლები მოზარდებზე ძალადობდნენ და 1950 წლიდან მათ 216 000 ბავშვი მსხვერპლი ჰყავთ. ძალადობას ჰქონდა სექსუალური ხასიათიც.
როგორც BBC-ი აღნიშნულ საკითხზე შექმნილ საგამოძიებო კომისიაზე დაყრდნობით წერს, მოსალოდნელია, რომ მსხვერპლთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება.
ეკლესიის წევრების მიერ ძალადობის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელი, ჟან მარკ სოვე ამბობს, რომ საქმე ეხება სექსუალურ ძალადობასაც. მისივე თქმით, მსხვერპლთა რაოდენობა შესაძლოა, 330 000-მდე გაიზარდოს. მას შემდეგ, რაც მონაცმეებში ეკლესიის "უბრალო მოხელეების" მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტებიც შევა.
ერთ-ერთი მსხვერპლი მოხსენებას საფრანგეთის ისტორიაში "გარდამტეხს" უწოდებს.
ჟან-მარკ სოვეს თქმით, ეს პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს, ეკლესია კი მსხვერპლთა მიმართ გულროლობას იჩენდა.