ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო მანდატს საერთოდ კარგავს, მეათე მოწვევის პარლამენტი კი, 150 დეპუტატის ნაცვლად, პარლამენტის 149 წევრით იქნება წარმოდგენილი.
ნიკა მელია პარლამენტში პროპორციული სიით შევიდა. მის ადგილმონაცვლის უფლებამოსილებას პარლამენტი ვერ ცნობს, რადგან „ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნის საფუძველზე პარტიის საარჩევნო სია მთლიანად გაუქმებულია.
როგორც ცნობილია, „ნაციონალურმა მოძრაობამ" და რამდენიმე ოპოზიციურმა საარჩევნო სუბიექტმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიმართ პროტესტის გამო ცესკო-ში წარდგენილი საარჩევნო სიის ჩახსნის გადაწყვეტილება მიიღო.