ავტორი:

"ძალიან ვამაყობ მისით... ჩვენ უკრაინელებს, გვშურს, რომ გყავდათ ასეთი პრეზიდენტი" - მიხეილ სააკაშვილის მეუღლე

"ძალიან ვამაყობ მისით... ჩვენ უკრაინელებს, გვშურს, რომ გყავდათ ასეთი პრეზიდენტი" - მიხეილ სააკაშვილის მეუღლე

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ მოინახულა.

ლიზა იასკოს შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი.

„ვფიქრობ, საქართველო ნამდვილად უნდა იყოს ბედნიერი იმის გამო, რომ ჰყავს ისეთი ადამიანი, როგორიც მიხეილ სააკაშვილია. ვისაც შეუძლია საკუთარი ხალხის გამო, ბევრ რამეზე წავიდეს, ეს ძალიან დასაფასებელია. მე ძალიან ვამაყობ მისით. ადამიანი, რომლესაც ძალიან უყვარს თავისი ქვეყანა. ეს ძალიან დიდი ბრძოლაა, რომელიც გჭირდებათ თქვენ, რომ გაიმარჯვოთ - ბრძოლა მომავლისთვის. ძალიან მინდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მალე გაათავისუფლონ.

ამ წუთას, ის არის პოლიტიკურ პატიმარი. ძალიან ცუდია, რაც მოხდა თქვენს პრეზიდენტთან მიმართებაში და საჭიროა ბრძოლა“, - განაცხადა ლიზა იასკომ.

კითხვაზე, როგორ უნდა იბრძოლოს ქართველმა ხალხმა, ლიზა იასკო პასუხობს, რომ აღნიშნული ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.

„ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, თქვენ უნდა დაიცვათ თქვენი და თქვენი პრეზიდენტის მომავალი, იმიტო რომ ეს ადამიანი არის დიდი გულით და მას აქვს უნარი მოხდინოს დიდი ცვლილებები. ჩვენ უკრაინაში, მას დიდ პატივს ვცემთ. ჩვენ უკრაინელებს, გვშურს, რომ გყავდათ ასეთი პრეზიდენტი, რომელიც ასევე უკრაინელი პოლიტიკოსიცაა. ძალიან მინდა რომ თქვენ ის დაიცვათ“, - განაცხადა ლიზა იასკომ მედიასთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ახალი ოჯახის შესახებ ინფორმაცია დაკავების შემდეგ გაავრცელა. როგორც მან განაცხადა, ლიზა იასკოსთან ერთად ის ახალ ცხოვრებას იწყებს.