ავტორი:

"ზურაბ ზვიადაურს ჩაუტარდა ოპერაცია" - როგორ გრძნობს თავს მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონი?

"ზურაბ ზვიადაურს ჩაუტარდა ოპერაცია" - როგორ გრძნობს თავს მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონი?

ადვოკატის ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ სტაბილურია

სოფელ წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა ოპერაციის შემდეგ სტაბილურია.

როგორც “ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ზვიადაურის ადვოკატი, მაგდა კოტრიკაძე განმარტავს, ხერხემალზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევის შემდეგ, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პენიტენციურ დაწესებულებაში მალევე გადაიყვანეს.

"ზურაბ ზვიადაურს ჩაუტარდა ოპერაცია, ის ამ ეტაპზე პენიტენციურ დაწესებულებაშია მოთავსებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი და სტაბილურია“, - აცხადებს კოტრიკაძე.

შეგახსენებთ, წინანდალში, 16 აგვისტოს 3 ადამიანი მოკლეს, მათ შორის ერთი ოლიმპიური ჩემპიონის, ზურაბ ზვიადაურის ძმა, ზვიად ზვიადაური. შსს-მ ორი პირი დააკავა. ზურაბ ზვიადაური ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებითაა დაკავებული, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯაბა ჯ. დააკავეს. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა. ზვიადაურს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.