ავტორი:

"სააკაშვილი ხილ-ბოსტნეულთან ერთად შემოიპარა, იმედით, რომ როგორც ვარსკვლავთბიჭუნა გამოვარდებოდა მიტინგზე და ჩამოშლიდა ქვეყანას" - გურამ მაჭარაშვილი

"სააკაშვილი ხილ-ბოსტნეულთან ერთად შემოიპარა, იმედით, რომ როგორც ვარსკვლავთბიჭუნა გამოვარდებოდა მიტინგზე და ჩამოშლიდა ქვეყანას" - გურამ მაჭარაშვილი

ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში ხილ-ბოსტნეულთან ერთად შემოიპარა - იმ იმედით შემოვიდა, რომ ვერ დააკავებდნენ, როგორც ვარსკვლავთბიჭუნა გამოვარდებოდა მიტინგზე და ჩამოშლიდა ქვეყანას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა სააკაშვილთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრმა ლოგიკურად ახსნა ის პროცესები, რაც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლას და დაკავებას.

„რაც შეეხება მის დისკრედიტაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, არ მგონია, რომ დედამიწის ზურგზე ვინმემ შეძლოს მისი ისეთი კარგი ხარისხით დისკრედიტაცია, როგორც ამას თვითონ აკეთებს. მას რომ სურდა, ქვეყანაში დესტაბილიზაცია და ე.წ. რევოლუციების მოწყობა, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ის არ შემოვიდა ქვეყანაში ოფიციალურად. თუ მას განზრახული ჰქონდა, რომ ციხეში ჩაჯდებოდა ოფიციალურად, ის ქვეყანაში ჩვეულებრივად შემოვიდოდა, აეროპორტში თავისი რამდენიმე მომხრე მაინც დახვდებოდა და იტყოდა - „ვაჟკაცურად“ შემოვედი და ქართულ მართლმსაჯულებას ჩავბარდი, მაგრამ ეს ვერ გააკეთა და ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში ხილ-ბოსტნეულთან ერთად შემოიპარა.

რაც შეეხება პრემიერის განცხადებას, რომ ის ამ მდგომარეობაშია, ყველამ ვიცით, რომ მისი თანაგუნდელებისგან განსხვავებით, ერთ ადგილზე გაჩერება ძალიან გაუჭირდება, თუმცა მოუწევს. მიხეილ სააკაშვილი დააჯერეს როგორც ჩანს, რომ საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტები უკვე ჩამოშლილია, იმ იმედით შემოვიდა, რომ ვერ დააკავებდნენ და როგორც ვარსკვლავთბიჭუნა გამოვარდებოდა მიტინგზე და ჩამოშლიდა ქვეყანას,“ - განაცხადა მაჭარაშვილმა.