ავტორი:

მუჰამედ ალის სხვა სამყარო - ლეგენდარული მოკრივის ნახატების კოლექცია აუქციონზე 1 მლნ დოლარად გაიყიდა: ალის ნაკლებად ცნობილი ნამუშევრები

მუჰამედ ალის სხვა სამყარო - ლეგენდარული მოკრივის ნახატების კოლექცია აუქციონზე 1 მლნ დოლარად გაიყიდა: ალის ნაკლებად ცნობილი ნამუშევრები

ლეგენდარული მოკრივის, მუჰამედ ალის უიშვიათესი ნახატების კოლექცია აქციონზე დაახლოებით 1-მილიონ დოლარად გაიყიდა. ალის 26 ნამუშევარი გამოფენილი იყო Bonhams-ის აუქციონის სახლში.

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნახატი სახელად "Bee" 425 000 დოლარად გაიყიდა, რაც მის პირველად გასაყიდ ფასთან შედარებით 10-ჯერ მეტია.

ალი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდებული სპორტსმენი იყო, თუმცა მისი ინტერესები მხოლოდ კრივს არ უკავშირდებოდა. მუჰამედ ალი იყო აქტივისტი, პოეტი და დაჯილდოებული იყო მხატვრობის ნიჭითაც.

მუჰამედ ალის, როგორც მხატვარს საზოგადოეbა ნაკლებად იცნობს. BBC-ი წერს, რომ ხატვა მისი საყვარელი საქმიანობა იყო, ხატავდა ხშირად და აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით დიდია ალიზე მამის გავლენა, რომელიც პროფესიონალი მხატვარი იყო.

"მუჰამედ ალი ლეგენდა იყო, რომელმაც მთელ თაობაზე მოახდინა გავლენა. ხატავდა ყველაფერზე, რაც მის გულთან ახლოს იყო - ხატავდა კრივზე ნამუშევრებს უძღვნიდა ადამიანის უფლებებს, რელიგიას, მსოფლიო მშვიდობას", - ამბობს აუქციონის დირექტორი, ჰელენ ჰოლი

კოლექცია აუქციონზე ალის მეგობარმა და კოლექციონერმა როდნი ჰიტონმა გაიტანა, რომლის თქმითაც, მ უჰამედ ალიმ თავისი პირველი სამი ნახატი მისთვის, 1977 წელს წელს შექმნა.

აღსანიშნავია, მისი ერთ-ერთი ნახატი სახელად Sting, რომელიც 1978 წელს დახატა და ეს არის მისი ერთადერთი ნამკუშევარი, რომელზეც ალის ლექსიცაა დატანილი.

ცნობისთვის, მუჰამედ ალი 2016 წელს, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა.