გიკვირთ, თუ როგორ ახერხებს კემბრიჯის ჰერცოგინია, ქეით მიდლტონი ფორმისა და ენერგიის შენარჩუნებას, სამი შვილისა და სამეფო ოჯახის წესების დაცვის ფონზე? მაშინ, სტატია თქვენთვისაა:
ქეითი ცნობილია თავისი ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტის სიყვარულით, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ ჰერცოგინია ჯანსაღად იკვებება. მას უყვარს სახლში კერძების მომზადება პრინც ჯორჯის, პრინცესა შარლოტასა და პრინც ლუისისთვის.
ცნობილია, რომ სამი შვილის დედა საუზმეზე სმუზის დიდი გულშემატკივარია, ისევე, როგორც მისი რძალი - მეგან მარკლი. მისი დილის გამაჯანსაღებელი სასმელის ინგრედიენტების კომბინაცია ასეთია: კომბოსტო, სპირულინა (წყალმცენარეების ტიპი), მაჩა (მწვანე ჩაის ფოთლები), ისპანახი, რომაული, ქინძი (ქინძის ფოთლები) და მოცვი. ასევე, სამეფო ოჯახი საუზმეზე ომლეტსაც სიამოვნებით მიირთმევს. განაგრძეთ კითხვა