ავტორი:

"ციხე სასტუმრო არ არის, სააკაშვილთან დღეში 10-15 ადამიანის შესვლა ფიზიკურად შეუძლებელია" - კახა კუჭავა

"ციხე სასტუმრო არ არის, სააკაშვილთან დღეში 10-15 ადამიანის შესვლა ფიზიკურად შეუძლებელია" - კახა კუჭავა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა განმარტავს, რატომ შეიზღუდა ვიზიტორების რაოდენობა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან პენიტენციურ დაწესებულებაში.

როგორც კუჭავა ამბობს, პენიტენციური დაწესებულება კონკრეტული წესებით ხელმძღვანელობს და ციხე სასტუმრო არ არის.

„იმ რაოდენობით, რამდენიც მათ უნდათ - 10-15 ადამიანის შესვლა ფიზიკურად შეუძლებელია. უკვე მე ვწყვეტ რა რაოდენობით შევლენ გამომდინარე უსაფრთხოების ნორმებიდან და პენიტენციური დაწესებულების წესებიდან. არც ვაპირებ რომ ხვალაც ვინმეს ვუთხრა უარი, მაგრამ ნამდვილად გაკონტროლდება ზომიერება, დღეში მნახველების რაოდენობა. ადვოკატი ნებისმიერ დროს შედის, თუ არ ვცდები ოჯახის წევრებიც, ამიტომ ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ვინმეს რამე ეზღუდება. ნუ აქვს ვინმეს მოლოდინი, რომ ყველა შეძლებს ერთ დღეში შესვლას, ეს გამორიცხულია! საუბარია პენიტენციურ დაწესებულებაზე და არა სასტუმროზე, სადაც შეუძლიათ ლობიში ისაუბრონ. როდესაც მოთხოვნები შემოვა, გადანაწილდება და მიეცემათ შესაძლებლობა მოინახულონ თავიანთი გუნდის წევრი“, - განაცხადა კუჭავამ.