ავტორი:

"მონებო", "არა გაყალბებას" - ისნის საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვა აქციის ფონზე მიმდინარეობს

"მონებო", "არა გაყალბებას" - ისნის საოლქო კომისიაში საჩივრების განხილვა აქციის ფონზე მიმდინარეობს

ისნის #5 საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. პარალელურად, შენობასთან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ.

ოპოზიცია იმ საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმებას ითხოვს, სადაც, მათი თქმით, არჩევნები გაყალბდა.

"დღეს გვაქვს პირდაპირი მტკიცებულებები, რომ უბნებზე არის ათობით მეტობით ბიულეტენები, რაც პირდაპირ მიუთითებს იმას, რომ გაყალბებულია უბნები. ვითხოვთ, რომ სამართლიანად მოხდეს ამ საჩივრების განხილვა და გადაითვალოს უბნების შედეგები. დღეს აპირებენ, რომ ეს ყველაფერი მხედველობაში არ მიიღონ. იქამდე არ გავჩერდებით, სანამ არ გადაითვლება ბოლომდე", - განაცხადა "ლელოს" წევრმა ლანა გალდავამ.

ამასთან, აქციის მონაწილეების მხრიდან ისმის შეძახილები "მონებო" და "არა გაყალბებას".

ადგილზე უსაფრთხოების მიზნით მობილიზებულია პოლიცია.