ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განუცხადეს, რომ „ტელევიზორები საწყობში არ აქვთ”, რის გამოც მის საკანში ტელევიზორის დადგმა ვერ ხერხდება.
მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს როგორც ზარების განხორციელების, ასევე სასამართლო პროცესებზე დასწრების უფლება არ ეძლევა და მისი პროცესებზე დასწრებით, ხელისუფლებას არ სურს საზოგადოებამ იხილოს რამდენად მედგრად და მტკიცედ არის მიხეილ სააკაშვილი.
„ეს კეთდება, რათა სააკაშვილს არ ჰქონდეს საზოგადოებასთან კომუნიკაციის შესაძლებლობა, ამ მიმართულებით ჩავაბარეთ წერილობითი განცხადებები და სისტემატიურად მოვთხოვთ სასამართლო ორგანოებს ჩანიშნონ პროცესები იმ საქმეებზე, რომელიც მიმდინარეoბს სასამართლოში და ამ სხდომებზე მონაწილეობის საშუალება მიეცეს მიხეილ სააკაშვილსაც. ის გარემოება, რომ სასამართლოები არ ინიშნება მიუთითებს, რომ ხელისუფლებას არ სურს საზოგადოებამ იხილოს რამდენად მედგრად და მტკიცედ არის მიხეილ სააკაშვილი.
მას არ გააჩნია ტელევიზორი, განუცხადეს, რომ საწყობში არ არის ტელევიზორი და ამიტომ შეყოვნდა საკანში დადგმა. მსჯავრდებულს უფლება აქვს, რომ საკანში ჰქონდეს ტელევიზორი, მაგრამ ასეთი ტექნიკური ხერხებით ცდილობენ შეაფერხონ, რომ მას არ ჰქონდეს საზოგადოებასთან წვდომა”, - აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.